24/09/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
მომღერალ ანრი ჯოხაძის დედას, რუსუდან ჩხაიძეს აცრის გაკეთება არ სურდა. მიუხედავად ანრის დიდი თხოვნისა, რუსუდანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგი იყო. მომღერალმა კი გამოსავალი იპოვა.
მომღერალი ანრი ჯოხაძე ამბობს, რომ დედამისი, რუსუდან ჩხაიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობდა. დიდი ხნის განმავლობაში რუსუდან ჩხაიძის დარწმუნება ვერც მან და ვერც ვერავინ მოახერხა, სანამ ტელეფონზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ არ დაურეკა.
რუსუდან ჩხაიძე გიორგი ფხაკაძის ლაივჩართვებს ხშირად უყურებდა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი ფხაკაძისთვის ეთხოვა დედამისი აცრაზე დაეთანხმებინა.
„ფაქტობრივად, ომი გვქონდა სახლში, სირცხვილით ვერ ვამბობდი, როგორ გამოხატავდა ამ პროტესტს რამდენიმე თვის განმავლობაში. ერთ მომენტში აღმოვაჩინე, რომ გიორგი ფხაკაძის ლაივებს უყურებდა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარ ოჯახში გიორგი ფხაკაძეს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მე.
ვიდეოქოლით დარეკა გიორგიმ და ეს გაგიჟდა, ხომ გინახავთ, ვარსკვლავებს რომ ეთაყვანებიან, ასეთი შოუ მოაწყო რუსუდანმა. მოეფერა, მოიკითხა, უთხრა, რომ 24 საათი მას უსმენს. მადლობა გიორგის, მან გადამარჩინა. აუხსნა, რომ დელტა შტამი ძალიან საშიშია. მახსოვს, დარეგისტრირებულიც არ ვიყავით, უკვე თმას იღებავდა და ასაცრელად მირბოდა”, – ამბობს ანრი ჯოხაძე “პრაიმშოუში”.
MD, MPH, PhD
Comments