top of page

„ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება მალე...“

Updated: Oct 21, 2023

19/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა მალე იქნება.


„ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია...“ - წერს გიორგი ფხაკაძე.



ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. მრავალი პროგრამის მიუხედავად, ეს დაავადება დღემდე წარმოადგენს არა მხოლოდ, რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემას, არამედ გლობალურ საკითხს, რადგან ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაახლოებით 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება.


ეს არის სიციალური დაავადება და მით მაღალია ავადობის შანსი, რაც უფრო დაბალ სოციალურ და ეკონომიკურ ფენას მიეკუთვნება ადამიანი. ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, მიუხედავად ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები, შარდის ბუშტი და ა.შ. – ე.წ. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი). ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს.გადამდებია ტუბერკულოზის ღია ფორმით დაავადებული ადამიანი, რომელიც გამოჰყოფს მიკობაქტერიებს. სხვა ფორმები არაა გადამდები და არ უნდა მოხდეს სტიგმატიზაცია.

  • ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად;

  • ტუბერკულოზით დასნებოვნების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში;

  • ტუბერკულოზით დასნებოვნება შეიძლება მოხდეს საკვების გზითაც, მაგალითად ინფექცია ორგანიზმში შეიძლება შეიჭრას ტუბერკულოზური მიკობაქტერიების შემცველი აუდუღარი რძის ან რძის პროდუქტების მიღებისას. ასეთ შემთხვევაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს ტუბერკულოზით დაავადებული საქონელი;

  • ჭურჭლით ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით (პირსახოცით,თეთრეულით) ტუბერკულოზი არ გადადის.


ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ 2 სტადიას: ინფიცირებისა და დაავადების. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებით (ცხვირის ღრუ, ხორხი, ტრაქეა, ბრონქები) ჩასუნთქულ ჰაერის ნაკადთან ერთად აღწევს ფილტვის ალვეოლებს.


თუ ორგანიზმის დამცველობითი ძალები ძლიერია, მაშინ ტუბერკულოზის მიკობაქტერიის წინააღმდეგ ხდება ანტისხეულების გამომუშავება, რომლებიც ინფექციის გამომწვევის ირგვლივ ქმნიან სქელ კედელს და თრგუნავენ მის გამრავლებას: წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერა. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება ინფიცირებას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტუბერკულოზის ჩხირის ორგანიზმში მოხვედრის მიუხედავად ინფიცირებულ ადამიანს არ აღენიშნება დაავადების გამოვლინებები და ნიშნები და არ წარმოადგენს ტუბერკულოზური ინფექციის ჯანმრთელ პირებზე გადაცემის წყაროს.

ინფიცირებულთა უმრავლესობას არ უვითარდებათ აქტიური ტუბერკულოზი, მხოლოდ შემთხვევათა 10 % ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დაავადება. გაბნსაკუთრებით გავრცელებულია ბარის მოსახლეობაში.


მთაში მცხოვრებლები - ნაკლებად ინფიცირდებიან და მაგრამ, როცა ჩამოდიან ბარში, ადვილად ხდებიან ავად. ეს ხდება ინფიცირებისთანავე ან მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის დამცველობითი ძალების (იმუნიტეტის) დაქვეითების შედეგად. პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია, რომელიც ტარდება სამშობიაროშივე - BCG-ვაქცინა - დაინფიცირების ტესტი - მანტუს კანის სინჯი. რა ნიშნები ახასიათებს ტუბერკულოზს?ტუბერკულოზის ზოგადი სიმპტომებია:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება, განსაკუთრებით დღის II ნახევარში;

  • ადვილად დაღლა;

  • ღამის ოფლიანობა;

  • მადის დაქვეითება;

  • წონაში დაკლება;

  • შრომისუნარის დაქვეითება.

ფილტვის ტუბერკულოზის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:

  • გახანგრძლივებული (2 ან მეტი კვირის განმავლობაში) ხველა უპირატესად ნახველის გამოყოფით;

  • სისხლიანი ხველა;

  • ფილტვებიდან სისხლდენა;

  • ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;

  • ჰაერის უკმარისობა.

ფილტვგარეშე ტუბერკულოზის დროს, სხვადასხვა ლოკალიზაციისას ვლინდება დაზიანებული ორგანოსათვის დამახასიათებელი ლოკალური სიმპტომატიკა. (მაგალითად, თირკმელების ტუბერკულოზის დროს აღინიშნება ყრუ ტკივილი წელის არეში, სისხლიანი შარდი და ა.შ.).


ტუბერკულოზი არ ხასიათდება განსაკუთრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები ყოველთვის არ არის გამოწვეული ფილტვების ტუბერკულოზით. იგი შეიძლება შეგვხვდეს სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების (გრიპი და სასუნთქი სისტემის სხვა ინფექციები, ფილტვების ანთება, ბრონქიტი, სიმსივნე.) დროსაც.


ასეთი პაციენტები ითვლებიან ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილად და საჭიროებენ გამოკვლევას დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. ჩვეულებრივ შემთხვევაში, ხველის დროს, კვლევები იწყება თუ პაციენტი ახველებს 4 კვირაზე მეტი, ტუბერკულოზის გავრცელების არეალში, ასეთი კვლევა ხდება - თუ ადამიანი ახველებს 2 კვირაზე მეტს, თუნდაც არ იყოს სხვა ნიშნები. ტუბერკულოზზე საეჭვო სიმპტომების არსებობისას მაშინვე მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად.

დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებითს. მკურნალობის ინტენსიური ფაზია მოიცავს დაახლოებით 2-3 თვეს, ხოლო მთლიანი კურსი საშუალოდ 6-9 თვეს.

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მკურნალობა დანიშნულების შესაბამისად თანმიმდევრულად, უწყვეტად და ზუსტად ჩაიტაროს. პაციენტისა და ექიმის ოპტიმალური თანამშრომლობის გარეშე, საუკეთესო მედიკამენტების გამოყენებაც კი სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. როდესაც ხდება ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების არარეგულარული მიღება ან მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა, შეიძლება განვითარდეს ე.წ. რეზისტენტული ტუბერკულოზი, დაავადების მედიკამენტებისადმი გამძლე ფორმა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი ტიპის დაავადების განკურნება გაცილებით რთულია, მაგრამ დღეისათვის წარმატებით დაიტესტა ორი ახალი მედიკამენტი მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


48 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page