top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ფაიზერის“ მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო!..“

29/07/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს ვაქცინის მესამე ბუსტერული დოზის აუცილებლობის შესახებ და აქვეყნებს შესაბამის კვლევასაც.

„ფაიზერის“ მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო❗️

✅დაბალეფექტური ვაქცინების (ჩინურები, რუსულები და ბრიტანულიც) შემთხვევაში ბუსტერის არშეათავაზება არის დანაშაული❗️


და გვეყოს ეს არაპროფესიონალიზმი საქართველოში❗️

✅ისრაელის ვაქცინაციის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ასაკოვან მოსახლეობას შესთავაზონ მესამე ბუსტერული დოზა.

✅60 წლის ასაკის ზემოთ სერიოზული დაავადებისგან დაცვის ეფექტი შემცირებულია 97% დან 81% მდე. ✅წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ადრეულ პერიოდში (იანვარი) აცრილი პირების დაცვის ეფექტი ფაზიერის ვაქცინაზე შემცირებულია 16%-მდე.

✅და კიდევ ერთი კომენტარი „ვაი ექსპერტებს“ – ვაქცინაცია არ არის ერთადერთი! ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საშუალება სამედიცინო პირბადესთან და დისტანციასთან ერთად❗️


ამ პანდემიის დამარცხება არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუ სამივე კომპონენტი არის ერთდროულად ამოქმედებული: 1. სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან და ყოველთვის + 2. ხალხმრავალი ადგილდებისთვის თავის არიდება და 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა + 3. ეფექტური ვაქცინაცია (2 დოზა „ფაიზერ“ი ან დაბალეფექტური ვაქცინები+1 დოზა „ფაიზერის“ ბუსტერი)

✅ჯანმრთელობას გისურვებთ“.

ლინკი:


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page