top of page

„ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ეს არის სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი...

26/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ საქართველოში ჯანდაცვის რეფორმები ყოველთვის იწყებოდა და ჩერდებოდა. ხალხს რა უნდა, არავინ ეკითხებოდა. მოსახლეობის მოთხოვნილებებსა და გადაწყვეტილების მიმღებთა შორის თანხვედრა არასდროს ყოფილა. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ეს არის სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დავიწყეთ ინიციატივა, – „საქართველოს აკრედიტაცია“. სამ დღეში უკვე გაკეთდა ვებგვერდი. ლოგოდ ავირჩიე ქართლის დედა, როგორც ხარისხის კონტროლის სიმბოლო. ქართლის დედა კარგს ხვდება ღვინის ფიალით და კეთილგანწყობით, ცუდს კი – მახვილით. ეს არის აკრედიტაციის კონცეფციაც – ვინც ყველაფერს კარგად აკეთებს, უნდა შევაქოთ, ვინც ცუდად – მკაცრად დაისაჯოს. ჯანდაცვაში, გარდა იმისა, რომ სტანდარტები და ხარისხია საჭირო, უმთავრესია ნდობა, – ადამიანი უნდა ენდობოდეს სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აბარებს. აკრედიტაციის ინიციატივის წამოწყება 99% არის ხალხის იდეა, თქვენი კომენტარებიდან წამოსული. თქვენ წერთ, ჩამოვიდეს გიორგი ფხაკაძე. ჩამოვიდე და რა, გავხდე ჩინოვნიკი?! რომ ჩამოვიდე, მე ტყუილი და კორუფცია არ შემიძლია, მაშინვე ავლაპარაკდები პრობლემებზე. ხოდა, ჩემნაირი ადამიანი მანდ ვის რად უნდა? ასეთ ვითარებაში ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რაც აქედან შემიძლია გავაკეთო და რაც თქვენ გჭირდებათ – ჩვენ ყველას გვჭირდება კარგი ხარისხის ჯანდაცვის სისტემა ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებით; ზოგიერთმა ამ ინიციატივის გამო არაკომფორტულად იგრძნო თავი, მაგრამ ძალიან ბევრს გაუხარდა, მათ შორის, ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას, ექიმს, ექთანს, სანიტარს; მე არ ვარ სახელმწიფო. ეს არის ხალხის ნდობის სერტიფიკატი; „საქართველოს აკრედიტაცია“ არის ქართული და ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრედიტაცია. „საქართველოს აკრედიტაციის სერტიფიკატი“ გაიცემა პარიზში დარეგისტრირებული ორგანიზაციის, „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ მიერ. იურიდიულად ეს იქნება ფრანგული დოკუმენტი და უფრო წონიანი, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რადგანაც ამ სერტიფიკატს ექნება ხალხის ნდობა.


ეს სერტიფიკატი არის ნებაყოფლობითი, მაგრამ საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას – სამედიცინო დაწესებულებას ეს სერტიფიკატი თუ არა აქვს, ესე იგი, იქ ხარისხის საქმე რიგზე ვერ არის და პაციენტი იქ არ უნდა მივიდეს.


ჩემს ვებგვერდზე https://www.accreditation.ge – განთავსებულია სამედიცინო დაწესებულებების მიერ აკრედიტაციის გავლის პირობები; ასევე არის განყოფილება – „შეაფასე დაწესებულება“. მეილზე 24 საათში 75 კონკრეტული საჩივარი შემომივიდა საავადმყოფოების მისამართით, თუმცა იურიდიულად მათ ვერ გავასაჯაროებ. ამ საკითხის მოსაგვარებლად მოვიფიქრე შემდეგი: – შეფასების განყოფილება გავაკეთე, როგორც ბლოგი, სადაც თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან ფეისბუქით ან იმეილით, და ა.შ. თქვენ ნებისმიერი, თუნდაც სხვა სახელით და გვარით გახსნილი ანგარიშიდან შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ ინფორმაცია, რომელსაც მე საჯაროდ განვიხილავ; ამ ბლოგში გადმოგზავნილ ინფორმაციებს მივაწვდით სავადმყოფოებს. პასუხს თუ არ გასცემენ, ნიშნავს, რომ უარყოფით შეფასებას ეთანხმებიან. ვინმეს თუ შეგიძლიათ აპლიკაციის გაკეთება, დაგვეხმარეთ, და ეს ბლოგი გადავა აპლიკაციაში – „საქართველოს აკრედიტაცია“ გვაქვს სიახლე – შპს „ულტრამედმა“ გამოთქვა სურვილი, გაიაროს აკრედიტაცია. ეს არის პირველი ნაბიჯი და დიდი მადლობა მას ამისთვის. როგორც დაგპირდით, ამ პირველობისთვის შპს „ულტრამედს“ ყოველდღე ჩემს ლაივებში ექნება უფასო რეკლამა; რამდენიმე კლინიკა უკვე ფიქრობს, გაიაროს აკრედიტაცია. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს ბევრი გადადგამს; ნუ გეშინიათ, ყველანი ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჯანდაცვაში უმთავრესია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი; ჩვენ უნდ ვუფიქროთ არა რამდენი საწოლი გვავს, არამედ რამდენი კარგი, ხარისხიანი, უსაფრთხო საწოლი გვაქვს ქვეყანაში; ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თითოეულ ექიმის, ექთანს, სანიტარს ღირსეული ანაზღაურება და შრომის პირობებივჰქონდეს; ველოდები მოხალისეებს და არასამთავრობოებს, რომლებიც იქნებიან დაინტერესებული თანამშრომლობისათვის, ძალა ერთობაშია. იდეა გვაქვს ერთი – ჩვენ გვინდა მშვიდი და ჯანსაღი სამშობლო! ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატება“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


4 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page