top of page

„შეჩერდეს არაეფექტური ვაქცინების გამოყენება საქართველოში!.. ვხედავთ მარტო „კრემლოვიჩების“ პროპაგანდა

08/04/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ითხოვს, რომ კოვიდვაქცინაციიის პროტოკოლში ცვლილებები შევიდეს:

„მოვითხოვ კოვიდვაქცინაციის პროტოკოლის ცვლილებებს!

შეჩერდეს არაეფექტური ვაქცინების გამოყენება საქართველოში (სინოვაკი და სინოფარმი)! არაერთი ათეული მეცნიერული მტკიცებულება არსებობს, რომ დელტა და ომიკრონის შტამების წინააღმდეგ ეს ვაქცინები არაეფექტურია!

დაიშვას „ფაიზერის“ მე-4 დოზა 50 წლის ასაკის ზევით მოქალაქეებისთვის და ქრონიკული პაციენტებისთვის მე-3 დოზიდან 4 თვეში (სამწუხაროდ, მოდერნას ვაქცინა არ/ვერ შემოიტანეს).

ისრაელის კვლევამ დაადასტურა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის მე-4 დოზა საკმაოდ ეფექტურია და დადასტურდა, რომ ინფიცირებასა და გართულებას საგრძნობლად ამცირებს! ამერიკაში „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინის მე-4 დოზა დაამტკიცეს ყველასთვის, ვინც არის 50 წლის ზევით – მე-3 დოზიდან 4 თვეში!

ჩვენ რას ველოდებით?

აშკარად ვხედავთ მარტო „კრემლოვიჩების“ პროპაგანდას ყოველგვარი მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე, და ასევე შარლატანებს, მაგებს, ასტროლოგებს, ბალახების გამყიდველებს, უფოლოგებს და მოსკოვში ნასწავლ „მეცნიერებს”…

აიცერით „ფაიზერით“ ან მოდერნას ვაქცინებით, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და შენობები ხშირად გაანიავეთ! კოვიდის საფრთხე არსად წასულა, ისევე, როგორც რუსეთის,

შეირგეთ აპრილი/მაისი და მოემზადეთ“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page