top of page

„ჩემს გარდა ვერავინ გაბედავს ამის თქმას, მთლიანი ლოქდაუნია საჭირო“ – გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 18, 2023

24/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი


„ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რეგულაციები:

„ვაქცინაცია „ფაიზერი“ 12 წლის ასაკიდან;

ბუსტერი („ფაიზერის“ მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის;

სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში)

ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება, დისტანციის დაცვა;

კომენდანტის საათი 20:00- 6:00 (მთლიანი ლოქდაუნია საჭირო, მაგრამ ჩემს გარდა ვერავინ გაბედავს ამის თქმას);

სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე;

კოვიდსაშვების ამოქმედება;

ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.

აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან. ყველა „არგამოყენებული“ რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დროებით მართვაში 2 თვით. ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება ეს შესაძლებელია“, - წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD

4 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page