top of page

ჩვენი მედიკოსების მაღალი ინფიცირების დონე გამომდინარეობს ზუსტად იქიდან, რომ, ალბათ, ის სამედიცინო

22/12/2021

მე ასეთი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი მედიკოსების მაღალი ინფიცირების დონე გამომდინარეობს ზუსტად იქიდან, რომ, ალბათ, ის სამედიცინო პირბადეები, რომლებიც შემოდის საქართველოში, არ არის შესაბამისი ხარისხის, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული კარგი ხარისხის სამედიცინო პირბადის ღირებულება, რომელიც მოსახლეობისთვის არის გათვალისწინებული, არ უნდა აღემატებოდეს 15 თეთრს. ამასთანავე, მისი თქმით, დიდ ქალაქებთან მიმართებით, სწორედ, პირბადის ინტენსიური გამოყენება და 2-მეტრიანი დისტანცირება უნდა იყოს გამოყენებული ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.

„სამედიცინო პირბადეს აქვს ნომერი და არა ის ტუალეტის ქაღალდები, რომლებიც შემოდის თურქეთიდან ან რომელიც მზადდება საქართველოში. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენ დიდ ქალაქებში მართლა შეგვიძლია გვქონდეს, ეს არის პირბადე, მაგრამ კარგი სამედიცინო პირბადე და, რა თქმა უნდა, 2-მეტრიანი დისტანცია.


პირბადის ღირებულება არ უნდა იყოს 15 თეთრზე მეტი, საქართველოში წარმოებული კარგი ხარისხის სამედიცინო პირბადე, რომელიც მოსახლეობისთვის არის კარგი გამოსაყენებელი, ჯდება 13 თეთრი, მე არ ვამბობ სამედიცინო პირბადეზე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში მზადდება და ის კიდევ სხვა სტანდარტია.


მე ასეთი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი მედიკოსების მაღალი ინფიცირების დონე გამომდინარეობს ზუსტად იქიდან, რომ, ალბათ, ის სამედიცინო პირბადეები, რომლებიც შემოდის საქართველოში, არ არის შესაბამისი ხარისხის. ამასთანავე, მე ახლა გავიგე, რომ სახელმწიფომ გააკეთა შესყიდვა 12 მილიონ პირბადეზე და ჩვენი პოლიციისთვის, რომელმაც ჩვენ უნდა დაგვიცვას, სახელმწიფო ყიდულობს პირბადეებს, რომელიც არ არის სამედიცინო პირბადე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page