top of page

“ჩუმი გენოციდი მიმდინარეობს…” – გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის მძიმე მე-5 ტალღას პროგნოზი

10/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ფეისბუკ „ლაივში“ მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მე-5 ტალღა მეტად მძიმე იქნება.

მისივე თქმით, სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გენოციდის ტოლფასია.

„იმის ნაცვლად, რომ 3-5 გარდაცვლილი გვყავდეს, 30 ადამიანი გვეღუპება ყოველდღე. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. თავის დროზე აფხაზეთში – რუსებმა და აფხაზებმა, ცხინვალის რეგიონში – რუსებმა და ოსებმა ხომ გაგვიკეთეს გენოციდი, ახლა კი საქართველოში ვერ მართული პანდემიის სახით, ჩუმი გენოციდი მიმდინარეობს. დღეში 30-40 ადამიანი გვეღუპება და ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნილია, ხალხის უმრავლესობა პირბადის გარეშე დადის და ა.შ. ზოგადად, ეს ქვეყანა ბოლო 30 წელიწადია, ვერ ჩამოყალიბდა. აქ ფული და გავლენები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ. გახსოვთ ჩემი პროგნოზი, რომ გეუბნებოდით, იანვარში რთული მეხუთე ტალღა გვექნება-თქო?! ახლა რაც ქვეყანაში ხდება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. გავიგე – არასტაბილური ქვეყანა ვართ, გავიგე – დემოკრატია ჯერ კიდევ მშობიარობის პროცესშია, მაგრამ არალოგიკურობა როდემდე?! ვაქცინაციის ლატარია არის აბსურდი. სხვათა შორის, თავის დროზე ბატონმა გია ხუხაშვილმა თქვა, კარგი იქნება, წასახალისებლად ხალხს ვაჩუქოთ მანქანა, ბინა, სარეცხის მანქანა, ნივთებიო. დავამატებდი, სახელმწიფო კი არ უნდა ჩარეულიყო ვაქცინაციის ლატარიაში, არამედ ბიზნესის აქტიური ჩართულობა უნდა უზრუნველეყოთ, ფსიქოლოგიურად მეტი სტიმული და ეფექტურობა იქნებოდა ნივთების გადაცემით, ვიდრე ამ 50-100 ლარით“, – ამბობს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




1 view0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page