top of page

ცოტა დრო გვაქვს, რომ აგვისტო ჯოჯოხეთი არ იყოს… ასობით მოქალაქის სიცოცხლე დაიკარგება

21/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით ისაუბრა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და მან საზოგადოებას, მთავრობას დახმარება კიდევ ერთხელ შესთავაზა.

„ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. აგვისტოს თვე ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება. ამ მძიმე მდგომარეობაში უკვე შევედით. ათობით კი არა, ასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე დაიკარგება. ამ კონკრეტული ტალღის შედეგად. ერთმანეთის ლანძღვის, „გაშავების“, პიარის დრო ნამდვილად არ არის. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაუშვა შეცდომა. არჩევნები იქნება ოქტომბერშიო. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება შეხვედრები, მიტინგები. ეს უფრო გაზრდის მძიმე მდგომარეობას. მე გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თუ ჩემი პატარა რჩევა ვინმეს დაგჭირდებათ, მე ღია ვარ.

ცოტა დრო გვაქვს, რომ აგვისტო ჯოჯოხეთი არ იყოს. ქვეყანა უკვე უფსკურლში ჩავარდა. ფრთხილად იყავით! გაუფრთხილდით საკუთარ თავს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page