top of page

„წადით, ბატონო, რუსეთში, რას დადიხართ ამ „ბინძურ“ და „განადგურებულ“ ევროპაში“

21/02/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას მიერ ჟურნალ „სარკესთან“ გაკეთებულ განცხადებას პარიზთან დაკავშირებით.


საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად, ხათუნა ხოფერია ამბობს, რომ „პირველად არ გახლდით პარიზში და, მართალი გითხრათ, ძალიან შეცვლილი დამხვდა. ქალაქი, პირველ რიგში, საშინლად ჭუჭყიანია, ჩაჩუმებული. ჩვეული ხალისი აღარ იგრძნობა“.


გიორგი ფხაკაძე აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტით პასუხობს:



„ეს პიროვნება რა არის („ვინ“-ს ვერ ვუწოდებ, დიდი პატივი იქნება მისთვის). რუსეთი მოგწონთ?!


წადით, ბატონო, რუსეთში, რას დადიხართ ამ „ბინძურ“ და „განადგურებულ“ ევროპაში.

კრემლოვიჩები ყველანი ერთი ხართ… გაუნათლებელი ანუ უწიგნური (მარქსი, ენგელსი და ლენინი არ ითვლება), უსაქმური (არაფერი შეგიქმნიათ ცხოვრებაში, ბოღმის და შურის გარდა) და მავნე პარაზიტები ქართული საზოგადოების სხეულზე.


უკრაინის ჯარი როცა დადგება (და აუცილებლად დადგება) ფსოუზე, მერე საით მიდიხართ?!,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page