top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„წამშალეს კომენტარებს ვეღარ ვწერ ….. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი ყოფილი მინისტრი...“

28/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი


პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ამბობს:

„წამშალეს კომენტარებს ვეღარ ვწერ ….. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი ყოფილი მინისტრი არის ინდურსტრიის ლობისტი …

ბატონო ენდრიუ ურუშაძე, მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ თქვენ, როგორც საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დაესწარით შეხვედრას, რომელიც ხელს უწყობდა თამბაქოს ინდუსტრიის / პროდუქტის პოპულარიზაციას და რომელიც რეალურად დაფინანსებული იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი თამბაქოს ინდუსტრიის მიერ. ჯანდაცვის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები გმობენ ამგვარ საქმიანობას.

ჩვენ ველოდით თქვენს ოფიციალურ ბოდიშს მკაფიო განცხადებით, რომ თქვენ არ ხართ თამბაქოს ინდუსტრიის ნაწილი!

Საუკეთესო სურვილებით,

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერებათა დოქტორი,

ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრის გარეშე“-ს პრეზიდენტი

პარიზი, საფრანგეთი“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

Dear Andrew Urushadze, it was a surprise to learn that you as a former Minister of Health of Georgia attended a meeting actually paid/sponsored by the biggest tobacco industry in the world and promoting the tobacco industry/product. Georgian and international publuc health experts condem such kind activities.

We expected your officiall apology with clear statement that you are not a part of the Tobacco industry!

With best regards,

Professor Giorgi Pkhakadze MD, MPH, PhD

President Accreditation Sans Frontière

Paris, France.

ეს არის კომენტარი ჩემს წერილზე … მართლა სამწუხაროა ….“



„გუშინ, 24 ივნისს, როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მივიღე მონაწილეობა წინანდალში გამართულ კონფერენციაში “თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია – შესაძლებლობა თუ გამოწვევა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის”. იქ შეკრებილი დარგის სპეციალისტებს გავაცანი ის სიახლეები და გამოწვევები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო ორგანოების მიერ ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რაც უკავშირდება ბაზარზე ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სისტემების გამოჩენას. ჩემი მიზანი იყო წარმედგინა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე ამ სფეროს რეგულირების გამოცდილება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი,იტალია, პორტუგალია; შვედეთი, აშშ, იაპონია, ახალი ზელანდია.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ამავე კონფერენციაზე მომხსენებელი იყო ოტავას უნივერსიტეტის იურიდიული სამართლის პროფესორი ბატონი დევიდ სვიანორი. მან წარმოადგინა მოხსენება თემაზე :”ზიანის შემცირების სტრატეგია, ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები” ბატონმა სვიანორმა წლები შეალია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლას. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან სათავეში ჩაუდგა თამბაქოს კონტროლის ინიციატივების განვითარებას როგორც კანადაში, ასევე გლობალური მასშტაბით. მან, როგორც იურისტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თამბაქოს დაბეგვრის, სარეკლამო შეზღუდვების, თამბაქოსგან გარემოს დაცვის, მოწევის შეწყვეტის, სასამართლო დავებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და რეგულირებების განვითარებაში. მისი განსაკუთრებული ინტერესი იყო სამართლისა და ეკონომიკის ურთიერთქმედება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორი. პან ამერიკულმა ჯანმრთელობის ორგანიზაციამ მას მიანიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გმირის წოდება. დაინტერესებული პირებისთვის ვდებ მისი ერთ-ერთი პუბლიკაციის ლინკს, სადაც ის ცხადად განმარტავს ზიანის შემცირების მნიშვნელობას თამბაქოს კონტროლისთვის: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4695371/. სამწუხაროა, რომ ბევრ სპეციალისტს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა ამ კონფერენციას. ამ სტატუსს არც გამოვაქვეყნებდი, რომ არა ცილისწამება და ჩემი და ჩემი კოლეგების პროფესიული ღირსების შემლახველი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება შეხვედრასთან და მის მონაწილეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში. ჩემთვის ცნობილია, რომ, კონფერცენცია არ იყო დაფინანსებული თამბაქოს ინდუატრიის მიერ, თუმცა თამბაქოს კონტროლის მიზნით კომუნიკაცია ნებისმიერ მხარესთან ჩემთვის მისაღებია და არ არის აკრძალული არც საერთაშორისო კონვენციით, არც ეროვნული კანონმდებლობით“.


MD, MPH, PhD




6 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page