top of page

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად "აკრედიტაცია კანადასთან“...

23/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია "აკრედიტაცია კანადას" აღმასრულებელ დირექტორთან კატერინა ტარასოვასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.


მემორანდუმის თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი "აკრედიტაცია კანადასთან“ ერთად იწყებს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს.


ხელმოწერის ცერემონიას "ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი პაატა ბუკია, „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, „აკრედიტაცია კანადას“- ევროპის განვითარების ხელმძვანელი იულია შჩერბინა ესწრებოდნენ.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 1 იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება კლინიკა, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია. ბრძანების თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ვალდებულია, 2023 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტროს წარუდგინოს აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ინფორმაცია მიაწოდოს მიმდინარე სერტიფიცირების პროცესის შესახებ.


ვრცლად იხილეთ ბმულზე https://bit.ly/41qTXYa



აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




12 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page