top of page

11 მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება კორონავირუსთან საბრძოლველად: გიორგი ფხაკაძე

24/08/2021

ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან ბრძოლის 11 მეთოდს ასახელებს.

„ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ერთი იარაღი, ან ერთი საშუალება, ან ერთი მეთოდი არ და ვერ იმუშავებს. ნახეთ, გრაფიკულად აღწერილია ის 11 მეთოდი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ ვერაგ ვირუსთან საბრძოლველად. დისტანცია, სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, ხელით არ შეეხოთ სახეს, აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, სწრაფი და ხშირი ტესტირება და კლასტერების მართვა, დახურული სივრცეების ადეკვატური სავებტილაციო სისტემებით გამართვა, სახელმწიფომ უნდა მოამზადოს და განათავსოს ყველგან საინფორმაციო გზავნილები (ბილბორდების 40%, რადიო /ტელევიზიაში ყოველი 40 წუთი, ინტეტნეტბანერები).


ასევე სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დაზარალებული მოსახლეობა/ ბიზნესები კარანტინი და იზოლაცია უნდა იყოს უნკაცრესად გაკონტროლებული, გაძლიერდეს „ფაიზერით” ვაქცინაცია, დაინერგოს ელექტრონული „კოვიდ საშვი” და სერვისების უმრავლესობა უნდა იქნეს ხელმისაწვდომი ამ საშვებით”, – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page