top of page

„2020 წლის დეკემბერი… ფეისბუქი მაგარია, ყველაფერი ახსოვს…- „ყველაზე აქტუალური საკითხი...“

07/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გაყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:


„ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებს შეუძლიათ ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში მიიღონ. ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი – როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, „დიდი დალევა“ ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის. მეც ექიმი ვარ. ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ, არ აქვს მნიშვნელობა, ზომიერების ფარგლებში, ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, დიდი რაოდენობით თუ მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ეს ისე, შეგახსენებთ, 2020 წლის დეკემბერი ფეისბუქი მაგარია, ყველაფერი ახსოვს

ჯანმრთელობას გისურვებთ

ვისაც კოვიდინფექცია ახალი გადატანილი აქვს, სასმელის მიღებისგან თავი შეიკავონ. ალკოჰოლში არის ეთანოლი, რაც ტოქსიკური სუბსტანციაა და ორგანიზმისთვის საშიშია. ალკოგოლს შეუძლია მოახდინოს როგორც ახლოვადიანი, ისე გრძელვადიანი ეფექტი ჩვენს ორგანიზმზე. კვლევები გვაჩვენებს, ცოტა ალკოჰოლი არ არსებობს. ცოტა ალკოჰოლიც კი სხვადასხვა ადამიანზე ცუდად მოქმედებს. ალკოჰოლი იმუნურ სისტემას აქვეითებს, ორგანიზმში ამცირებს ინფექციებთან ბრძოლის უნარს.


ნასვამ მდგომარეობაში სწორი შეფასებებისა და გადაწყვეტილებების უნარებს ვკარგავთ. ვიცით, რომ პირბადის ტარება აუცილებელია, მაგრამ ალკოგოლის მიღების შემდეგ შეიძლება, ყურადღება არ მივაქციოთ და დავუშვათ შეცდომა. ამიტომ საშიშია ბევრი ალკოჰოლის მიღება განსაკუთრებით კოვიდის დროს. საერთოდ არ უნდა მიიღონ სასმელი ფეხმძიმე ქალებმა. შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას ავნოს.


ადამიანებს, რომლებიც ალკოგოლს ჭარბი რაოდენობით დალევენ, აქვთ მაღალი რისკი, რომ დაემართებათ ფილტვების დაავადება. პირველი ორგანო, რომელიც კორონავირუსის გამო ზიანდება, ფილტვებია. დალევით კიდევ ერთ საფრთხეს ვუქმნით ჩვენს ორგანიზმს.

კორონავირუსი ვინც გადაიტანა ერთი თვე ორგანიზმის რეაბილიტაცია ხდება. ამიტომ ორგანიზმს უნდა მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება. არის სიტუაციები, როდესაც ადამიანმა უნდა დალიოს, დალიეთ, მაგრამ 1 ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page