top of page

COVID-19-ის მუტაცია და ყველაზე საშიში აფრიკული შტამი- რატომაა საშიში, სამხრეთ აფრიკული შტამი?

06/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„სექტემბერში ვაფრთხილებდი კოლეგებს და მეგობრებს რეინფიცირების შესახება, მაშინ კარგად გემრიელედ გამლანძღეს, – ქართველი “ექსპერტები” საქართველოში/საზღვარგარეთიდან (ამ სიუჯეთშიც არიან)“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.



მსოფლიო კორონავირუსით რეინფიცირების საფრთხეა. ახალი კვლევების შესახებ აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.


რა შემთხვევაში შეიძლება ვერ იმუშაოს კოვიდგადატანილი ადამიანის იმუნიტეტმა – COVID-19-ის მუტაციიდან ყველაზე საშიში სამხრეთ აფრიკული შტამია. ამის გამო, გამორიცხული არ არის, მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები შევიდეს.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ადამიანის ახლიდან დაავადების უკვე ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ სამხრეთ აფრიკული შტამის გამო, რეინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია გამოვლენილი.


ამჟამად მსოფლიოში გარდა ჩინური ვარიაციისა, ცირკულირებს სამი შედარებით ცნობილი და გავრცელებული სხვადასხვა მუტაცია, მათ შორის ე.წ. ბრიტანული, რომელიც სამედიცინო ენაზე B.1.1.7, 20I/501Y.V1-ის სახელითაა ცნობილი, ბრაზილიური, იგივე B.1.1.248 ან P.1 და სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელსაც B.1.351-ის სახელით მოიხსენიებენ.

Covid 19-ის ახალი შტამის, B.1.1.7-ის შესახებ დადასტურებულად მხოლოდ ის არის ცნობილი, – ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი.


იმუნოლოგების განცხადებით, უკვე არსებული ვაქცინები ახალ მუტაციების წინააღმდეგ, ეფექტურნი იქნებიან, მაგრამ საყოველთაო ვაქცინაცია აუცილებელია, რომ შემცრიდეს ვირუსის გავრცელება და ამ გზით, “შეიზღუდოს ვირუსის მუტაციების შესაძლებლობა”.


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა:

-სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის სხვა შტამები გადატანილი აქვს ადამიანს, სწორედ ამიტომ ითვლება, – სამხრეთ აფრიკული შტამი, მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.


სწორედ ეს არის ის რისკი, რაზეც არის საუბარი. საუბარია იმაზეეც, -უკვე არსებული ვაქცინები არ ფარავს ამ სამხრეთ აფრიკულ შტამს. ეს არ არის საბოლოო ვერდიქტი, ამაზე კვლევები გრძელდება, მაგრამ ამ კომპონენტების გათვალისწინებით ითვლება, რომ სამხრეთ აფრიკული შტამი მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.

თუ დამტკიცდება, რომ არსებული ვაქცინები ამ შტამზე არ მოქმედებს, უნდა მოხდეს ახალი ვაქცინის შემუშავება, ეს არ მოითხოვს დიდ დროს, იმიტომ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინის პრინციპი უკვე მიგნებულია, უამრავი ვაქცინა არსებობს უკვე, რომელიც კვლევაშია, რამდენიმეს უკვე მსოფლიოში ფართოდ იყენებენ, ამიტომ ამ ვაქცინების მოდიფიცირება არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს.


გლობალურად თუ შევხედავთ, მთელს მსოფლიოში თუ მოხდა გავრცელება და მათ შორის, ჩვენს ახლო რეგიონშიც დაფიქსირდა, რა თქმა, უნდა რისკი არსებობს, ჩვენთანაც დაფიქსირდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ნაადრევია ამაზე საუბარი“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



5 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page