IAP 2017 NY
25/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიორი გიორგი ფხაკაძე დაინიშნა IAP-ის (Every Woman Every Childs Independent Accountability Panel) წევრად გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მოთხოვნით. 2015 წლიდან IAP-ს გაეროს გენერალური მდივნის მიერ მინიჭებული აქვს მანდატი, რომლის მიხედვითაც მას აქვს უფლება დაინტერესებულ მხარეთა და გაწევრიანებულ პირთა ანაგრიშვალდებულება მიმართოს 2016-30 გლობალური სტრატეგიის სასარგებლოდ, ბავშვთა მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობით. 2030 დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე IAP აწარმოებს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების მექანიზს. IAP-ის წევრები არიან ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები. 2016 წელს პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლდათ თანაავტორი ანგარიშისა " 2016: ძველი გამოწვევები, ახალი იმედები: ანგარიშვალდებულება ბავშვთა, მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიისადმი". აღნიშნული ანგარიში გამოქვეყნა ჟენევაში IAP-ის მიერ. ანგარიშის კომენტარი " ანგარიშვალდებულება ბავშვთა, მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობისადმი მდგრადი განვითარების ეპოქაში" გამოქვეყნდა BMC Public Health-ის მიერ. (doi: 10.1186-s12889-016-3399-9). 2017 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის "2017: ტრანსფორმაციული ანგარიშვალდებულება მოზარდთა მიმართ: ანგარიშვალდებულება ბავშვთა, მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებებისადმი 2030 დღის წესრიგის მიხედვით" კომენტარის "სად არის ანგარიშვალდებულება მოზარდთა მიმართ" თანაავტორი ასევე გახლდათ გიორგი ფხაკაძე. (Volume 390, No. 10101, p1474–1475, 23 September 2017). იხილეთ მიმაგრებული სტატიები და ანგარიშები IAP-ს შესახებ. იხილეთ WHO სიახლეები: http://www.who.int/pmnch/media/news/2017/transformative-accountability-adolescents/en/
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
.png)




Mình coi soi cầu chủ yếu để giải trí, kiểu đọc cho biết rồi tự so với linh cảm của mình thôi. Trúng thì vui một chút, còn sai cũng chẳng buồn mấy vì mình không đặt nặng chuyện thắng thua. Gần đây thấy nhiều người nói về chọn dàn theo chu kỳ, nghe cũng có lý nhưng mình vẫn nhắc bản thân là số liệu cũ không phải lúc nào cũng lặp lại y chang. Mình có lướt vài bài trên soicauxsmb.pro, thấy họ viết khá dễ hiểu, nhất là đoạn giải thích vì sao nên loại bớt vài cặp. Dù vậy mình vẫn thích tự ghi lại và theo dõi xem nhận định nào ổn định hơn theo…