top of page

IAP 2017 NY

26/11/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიორი გიორგი ფხაკაძე დაინიშნა IAP-ის (Every Woman Every Childs Independent Accountability Panel) წევრად გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მოთხოვნით. 2015 წლიდან IAP-ს გაეროს გენერალური მდივნის მიერ მინიჭებული აქვს მანდატი, რომლის მიხედვითაც მას აქვს უფლება დაინტერესებულ მხარეთა და გაწევრიანებულ პირთა ანაგრიშვალდებულება მიმართოს 2016-30 გლობალური სტრატეგიის სასარგებლოდ, ბავშვთა მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობით. 2030 დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე IAP აწარმოებს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების მექანიზს. IAP-ის წევრები არიან ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები. 2016 წელს პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლდათ თანაავტორი ანგარიშისა " 2016: ძველი გამოწვევები, ახალი იმედები: ანგარიშვალდებულება ბავშვთა, მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიისადმი". აღნიშნული ანგარიში გამოქვეყნა ჟენევაში IAP-ის მიერ. ანგარიშის კომენტარი " ანგარიშვალდებულება ბავშვთა, მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობისადმი მდგრადი განვითარების ეპოქაში" გამოქვეყნდა BMC Public Health-ის მიერ. (doi: 10.1186-s12889-016-3399-9). 2017 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის "2017: ტრანსფორმაციული ანგარიშვალდებულება მოზარდთა მიმართ: ანგარიშვალდებულება ბავშვთა, მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებებისადმი 2030 დღის წესრიგის მიხედვით" კომენტარის "სად არის ანგარიშვალდებულება მოზარდთა მიმართ" თანაავტორი ასევე გახლდათ გიორგი ფხაკაძე. (Volume 390, No. 10101, p1474–1475, 23 September 2017). იხილეთ მიმაგრებული სტატიები და ანგარიშები IAP-ს შესახებ. იხილეთ WHO სიახლეები:


http://www.who.int/pmnch/media/news/2017/transformative-accountability-adolescents/en/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page