top of page

გიორგი ფხაკაძე: სამწუხაროდ, ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“

25.10.2020 ImediNews



COVID-19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ჯერ კიდევ სექტემბერში, რადგან 24 აგვისტო არის წერტილი, როცა საქართველოში მეორე ტალღა წამოვიდა. წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში. სამწუხაროდ ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა, მაშინ არ ვიცი, რა სტატისტიკა იქნება“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/174011/giorgi-pkhakadze-samtsukharod-erti-berketiga-darcha-esaa-lokdauni

Post: Blog2_Post
bottom of page