top of page

გიორგი ფხაკაძემ განმარტა, ვინ ვერ გაიკეთებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას

01.02.2021 Imedinews


პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რადგან კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე ბავშვებზე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე და ორსულებზე, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მათ არ აცრიან.

„არ არსებობს დედამიწაზე წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ეს ნორმალური პროცესია. აქ საუბარია, რამხელაა ეს უკუჩვენება. ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით ესაა ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა ამაზე შეგროვებული, თუ ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია. სასიხარულოა ის, რომ არ არის ისეთი დიდი გვერდითი მოვლენები როგორიც ეგონათ თავიდან.

პრაქტიკულად, სისტემა დაიხვეწა და კიდევ უფრო დაიხვეწება, სანამ საქართველოში მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/184440/giorgi-pkhakadzem-ganmarta-vin-ver-gaiketebs-covid19is-satsinaagmdego-vaqtsinas

Post: Blog2_Post
bottom of page