top of page

"დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, შემდეგ კი წამოვა ქვემოთ" - გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მესამე მცირე....

16.10.2020 Rustavi2



"დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, შემდეგ კი წამოვა ქვემოთ" - გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მესამე მცირე ტალღა გაზაფხულზეა მოსალოდნელი


გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინების და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება. ამის შესახებ ფხაკაძემ "დღის კურიერში" ისაუბრა.


მისი თქმით, ინფექციის მატებასთან დაკავშირებით კალკულაცია გაზაფხულზე გაკეთდა, 1918-1919 წლების "ესპანური გრიპის" და სხვა ვირუსების მონაცემებზე დაფუძნებით.


გიორგი ფხაკაძის თქმით, "ესპანკასა" და COVID-19-ის ტალღების განვითარება ერთმანეთს ძალიან ჰგავს.


"რომ შეხედოთ დროს, აბსოლუტურად ერთი-ერთში ჯდება. იწყება ოქტომბერში, დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, დეკემბრის ბოლოდან უკვე ჩამოდის ქვემოთ და მესამე, პატარა ტალღა იქნება, დაახლოებით, აპრილში-მაისში" - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/178956

Post: Blog2_Post
bottom of page