top of page

ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველთან, გიორგი ფხაკაძესთან ო

12.11.2020 ImediNews

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ონალიან ფორმატში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. საუაბარი შეეხო, ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზებას. გიორგი ფხაკაძის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

„ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძეს საერთაშორისო გამოცდილება გავუზიარე. საუბარი შეეხო ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზების საკითხს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://imedinews.ge/ge/politika/172151/ekaterine-tikaradzem-jandatsvis-sakitkhebshi-gaeros-generaluri-mdivnis-mrcheveltan-giorgi-pkhakadzestan-onlain-shekhvedra-gamarta

Post: Blog2_Post
bottom of page