top of page

ვირუსი დაგვანებებს თავს, როდესაც დედამიწაზე ბოლო პაციენტი განიკურნება - გიორგი ფხაკაძე16-04-2020

16.04.2020 Rustavi2

გაეროს ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გიორგი ფხაკაძე "დღის კურიერში" ამბობს, რომ ვირუსი მაშინ გაქრება, როდესაც მსოფლიოში აღარც ერთი დაინფიცირებული ადამიანი აღარ იქნება. გიორგი ფხაკაძე შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს ხედავს და ეს სოციალური დისტანცირებაა.

"ვირუსი დაგვანებებს თავს, როდესაც ბოლო პაციენტი დედამიწაზე იქნება განკურნებული, მანამდე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ეს იქნება დამოკიდებული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე.“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, თავდაპირველად იყო მოლოდინები რომ ვირუსი ზაფხულის პერიოდში გაქრებოდა, თუმცა ეს მოლოდინები მას შემდეგ გაქრა, როდესაც აფრიკის კონტინენტზე ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

"ეს ვირუსი დაიწყო ზამთარში და ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ალბათ ზაფხული მოვა, ტემპერატურა აიწევს და ზაფხულში როგორც სეზონური გრიპი, ეს გრიპიც გაივლის. თქვენ ალბათ ნახეთ სტატისტიკურად, პირველ თვეებში აფრიკის ქვეყნებში ეკვატორის ირგვლივ ქვეყნებში არ იყო დაფიქსირებული ვირუსი, რაც ძალიან დიდ იმედებს იძლეოდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ალბათ აპრილი მაისში იქნება პიკი მთელს მსოფლიოში და უკვე ივლისი აგვისტო ამოვისუნთქებთ და ყველაფერი იქნება კარგად. მაგრამ, სამწუხაროდ, პირველი ინფორმაცია როცა წამოვიდა, რომ აფრიკულ კონტინენტზე ვირუსი გავრცელდა, ეს იყო პირველი საგანგაშო ზარი,“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/161581

Post: Blog2_Post
bottom of page