top of page

"მოვემზადოთ სექტემბრისთვის, გვექნება მეოთხე ტალღა" - გიორგი ფხაკაძე18-05-2021

18.05.2021 Rustavi2

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მეოთხე ტალღა სექტემბერში გარდაუვალია. ის ფიქრობს, რომ აღმავალი პერიოდი მაისის ბოლოს, შარშანდელის მსგავსად, ჩაცხრება.

"მაისის ბოლო კვირას, იმედია, რომ ჩაცხრება მაჩვენებლები, რაც ძალიან კარგი იქნება. დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგია ზაფხულში, არსად წავა ვირუსი, მაინც იტრიალებს და მოვემზადოთ სექტემბრისთვის, სექტემბრის ბოლოს გვექნება მეოთხე ტალღა," - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, მომდევნო ტალღის არიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ზრდასრული მოსახლეობის 70% მაინც იქნება აცრილი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/199263

Post: Blog2_Post
bottom of page