top of page

საქართველოს მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამები

05/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ, ჰანს კლუგეს შეხვდა.


მხარეებმა, საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები,პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს.


მინისტრის განცხადებით, მოდელის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები მკვეთრად შემცირდა.


როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელის დანერგვა ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.


ჰოსპიტალურის სექტორის დაფინანსების DRG მოდელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმაც შეაფასა. ჰანს კლუგეს განცხადებით, აღნიშნული მოდელით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც, ასევე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, გაიდლაინების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილებასა და საერთაშორისო პრაქტიკას.


უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამები, გახდეს უფრო ყოვლისმომცველი და უპასუხოს მოქალაქეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.


შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.


შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ოქსანა დომენტი და როი ვალდა ესწრებოდნენ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



44 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page