top of page

ჩვენ მხოლოდ ის ვაქცინა უნდა ვაღიაროთ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ​ იქნება......

23.11.2020 Rustavi2

ჩვენ მხოლოდ ის ვაქცინა უნდა ვაღიაროთ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ​ იქნება რეკომენდირებული - გიორგი ფხაკაძე


კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული დამაიმედებელი ცნობები, საქართველოს მოსახლეობისთვისაც საიმედო აღმოჩნდა. თუმცა, ის, თუ ზუსტად როდის მოხდება ვაქცინით უზრუნველყოფა, ჯერჯერობით უცნობია. გაეროს გენმდივნის ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია ძალიან რთული პროცესია და როდესაც მის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯანმოს მხრიდან იქნება, მხოლოდ მაშინ შეიძლება მისი გამოყენება. გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ ვაქცინის საქართველოში შემოტანა, შესაძლოა მომავალი წლის ოქტომბრამდე მაინც ვერ მოხდეს, თუმცა ის პოზიტიურ ნიშნულზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ დროისთვის იქნება გარკვეული მედიკამენტები, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას უფრო გააადვილებს. "ვაქცინა ძალიან რთული პროცესია და ეს არ არის სათამაშო. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არ იცის ეს რამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ მხოლოდ ის ვაქცინა უნდა ვაღიაროთ, რომელიც რეკომენდირებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასევე, თუ ეს ვაქცინა იქნება დამტკიცებული, ჩვენ უნდა გავყვეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლებს და არა სხვადასხვა ინდივიდუალური ქვეყნის პროტოკოლს, რადგანაც საქართველოს, როგორც ჯანდაცვის სისტემა, ასევე ფინანსები რადიკალურად სხვაა," - აცხადებს გაეროს გენმდივნის ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე. ბოლო დღეებია ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით საიმედო ცნობები გაჩნდა. მათ შორის, წარმატებული აღმოჩნდა ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების მუშაობა. ზოგ ქვეყანაში ვაქცინაცია დეკემბრიდან იგეგმება.

ავტორი: მარიამ მენაბდე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/183007

Post: Blog2_Post
bottom of page