top of page

„აკრედიტაციის კუთხით არის კარგი ამბები - სექტემბერ-ოქტომბრის თვეში პაციენტებიც კი იგრძნობენ...“

Updated: Jun 1, 2023

31/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ფეისბუქში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აკრედიტაციის შესახებ საუბრობს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


„ჩვენ საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, დღეის მდგომარეობით „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.


„დღეის მდგომარეობით 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული. პირველი სამედიცინო დაწესებულება იყო მედცენტრი.


ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოში ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელი წარმომადგენლობა. ჩვენ ახლა ვამზადებთ ქართველ ექსპერტებს, რომლებიც დაეხმარებიან სამედიცინო დაწესებულებებს, გაიარონ აკრედიტაციის პროცესი.


ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს, რომ სერტიფიკატი წარდგენილი უნდა იყოს 2025 წლის იანვარში, პრაქტიკულად პროცესი 2024 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, რადგანაც საავადმყოფო მომზადებული უნდა იყოს უკვე აკრედიტაციისათვის“, - აღნიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ფხაკაძემ.


„კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მთავარია მზაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კლინიკების მხრიდან.


„ძალიან კარგ ამბავს ვაკეთებთ საქართველოში. ფხაკაძე რაღაცას რომ იტყვის, შემდეგ აკეთებს.


მგონია, რომ ყველა ის დიდი თუ პატარა პროექტი, რომელიც წამოვიწყე, საკმაოდ კარგ შედეგამდე მივიდა“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, აკრედიტაციის კუთხით არის კარგი ამბები.


„აკრედიტაციის კუთხით არის კარგი ამბები. კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


საქართველოში ვიმყოფებოდი ერთი თვის განმავლობაში.


ვიმყოფებოდი ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ძალიან პროდუქტიული შეხვედრები მქონდა აკრედიტაციასთან დაკავშირებით. 40-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას ვეწვიე.


13-მა დაწესებულება გადაწყვიტა, რომ მიიღოს აკრედიტაცია კანადიდან.


სექტემბერ-ოქტომბრის თვეში პაციენტებიც კი იგრძნობენ ცვლილებებს.


საქართველოში 286-მა სამედიცინო დაწესებულებამ უნდა გაიაროს აკრედიტაცია“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


თითოეული კლინიკისათვის გამოიყოფა პირადი მრჩეველი.




საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




247 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page