top of page

აკრედიტაციის პროცესი საქართველოში - კარგი სიახლეები

Updated: Jun 19, 2023

13/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდანსაერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში კარგი სიახლეებია, აკრედიტაციის პროცესში ჩართულია საუკეთესო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.


„ძალიან აქტიურად ვარ ჩართული საქართველოში სამედიცინო აკრედიტაციის პროცესში.


მოხარული ვარ, რომ აკრედიტაცია კანადა, რომელიც პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში დაიწყო აკრედიტაციის პროცესი ასე მასშტაბური კუთხით და რაც მთავარია,ძალიან ხარისხიანად“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მომზადების პროცესი, რომელიც არც ისე იოლი იყო.


„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, ვაკანსია შევთავაზეთ იმ ადამიანებს, ვისაც სურდათ და აინტერესებდათ აკრედიტაციის პროცესში ჩართულიყვნენ.


ათეულმა ადამიანმა გამოგზავნა CV. საბოლოო ჯამში, საქართველოში აკრედიტაცია კანადას 12-კაციანი ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც საავადმყოფოებს აკრედიტაციის პროცესში ეხმარება.


პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. 12-კაციანი გუნდი ძალიან აქტიურად არის ჩართული და ძალიან კარგად მუშაობენ, გადიან ურთულეს ტრენინგებს.


ქართველებით დაკომპლექტებული ძალიან ძლიერი გუნდი დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს.


აკრედიტაცია კანადას სტანდარტი და სერტიფიკატი არის საერთაშორისო დონის. აკრედიტაცია კანადას მიერ აკრედიტებული საავადმყოფო ნიშნავს, რომ ის საავადმყოფო არის ისეთი დონის, როგორც ბელგიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, კანადაში და ა.შ.


ჩვენ ვეხმარებით საავადმყოფოებს, როგორ გადალახონ სირთულეები. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უკვე მომზადების პროცესში ვართ.


იმ კვირიდან უკვე ვიწყებთ მუშაობას, უშუალოდ საავადმყოფოების ჩართულობა დაიწყება.


ივლისის თვეში ჩატარდება დიდი ტრენინგები, საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ. აკრედიტებულ 13 დაწესებულებასთან ჩავატარებთ ტრენინგებს.


მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის პროცესი დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, არსებობს პორტალი, რომელიც გვეხმარება მართვაში, მაქსიმალურად ყველაფერი არის ელექტრონული.


მიხარია, რომ მე ვარ ამ პროცესის მონაწილე. შემეძლო, უარი მეთქვა, რადგანაც ვმუშაობ ჟენევაში, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ, ამ პროცესში ვყოფილიყავი ჩართული.


აკრედიტაციაში ჩართული ქართული გუნდი ძალიან ბევრს და აქტიურად მუშაობს. ყველა დაინახავთ შედეგს. ყველაფერი კეთდება უმაღლესი ხარისხით. ჩვენ ვთარგმნეთ მთელი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.


სამწუხაროდ, რთულია, საქართველოში პროცესების მართვა უცხო ენაზე.


ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის გამოწვევა, რის წინაშეც არიან საავადმყოფოები, ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე მასალა არის ქართულ ენაზე, რათა საავადმყოფოები მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.


აკრედიტაციის პროცესი არის ძალიან რთული. საავადმყოფო თუ ვერ გააკეთებს საქმეს, „ფულით აკრედიტაცია კანადას სერტიფიკატი არ გაიცემა“, რადგანაც ეს არის საერთაშორისო სერტიფიკატი, შესაბამისად თითოეული საავადმყოფოს შეფასება ხდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ამას ჭირდება დიდი მომზადება და დიდი ჩართულობა...“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


84 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page