top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რამდენად დიდ ხარჯებსა და ადამიანურ რესურსთან არის ეს დაკავშირებული

08/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.


ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


„ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


„აკრედიტაცია კანადა ბევრ ქვეყანაშია. საქართველო არის 39-ე ქვეყანა. დაახლოებით 15 ათასამდე სამედიცინო დაწესებულება არის აკრედიტირებული აკრედიტაცია კანადის მიერ.


აკრედიტაცია კანადა პროცესს უყურებს როგორც, უფრო მორგებულ ადგილობრივ ბაზარზე, - თუ რა ხდება. ჩვენ ვუყურებთ პროცესს ისე, რაც არის რეალობა, - ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსები.


ამის შედეგად ჩვენი სდანდარტები მორგებულია ქვეყანას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ფაზისური სტანდარტები, რომელიც არის ზოგიერთ ქვეყანაში და არის სტანდარტები, რომელიც მორგებულია ადგილობრივ ბაზარს.


საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთი მოდელი, რომელიც დაეხმარება ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს, ეს პროცესი გაირონ რაც შეიძლება ნაკლები სირთულეების გარეშე.


რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მოდელი, რომელიც ყველაზე მისაღებია ქართველი ბაზრისათვის“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, საქართველოში ყოფილიყო ხარისხიანი ჯანდაცვა.


„პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, საქართველოში ყოფილიყო ხარისხიანი ჯანდაცვა. საყოველთაო ჯანდაცვა არის რაოდენობრივი ჯანდაცვა. ახლა გადავდივართ ხარისხიან ჯანდაცვაზე.


ხარისხიანი ჯანდაცვის პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის უსაფთხოებაზე.


დაახლოებით ერთ თვეში ჩავატარებთ კვლევას, რათა დადგინდეს, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში. დაახლოებით წელიწადნახევარში ჩავატარებთ მეორე კვლევას და შევადარებთ, თუ რა შეიცვალა პაციენტებისთვის.


აკრედიტაციის პროცესი პირველ რიგში არის პაციენტის მხარეს. პაციენტი არის უფრო უსაფრთხოდ, უფრო დაცული და უფრო კომფორტული სამედიცინო დაწესებულებებში.


ეს აჩვენა თითქმის ყველა ქვეყანამ, სადაც აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


ეს არ ხდება ერთ დღეში, ეს განხორციელდება ეტაპობრივად. შედეგს დავინახავთ ერთ წელში, წელიწადნახევარში, როდესაც საავადმყოფოები დაიწყებენ ამ პოცესების დანერგვას. ამას ჭირდება დრო.


ჩვენი გუნდი ისე ჩამოვაყალიბეთ საქართველოში და აკრედიტაციის პროცესი ისეა აწყობილი, რომ ის საავადმოფოები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან პროცესში, შემფასებლები საქართველოში ჩამოვლენ 2024 წლის სექტემბერში“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძემ ასევე ისაუბრა საავადმყოფოებში არსებულ პრობლემებზე.


„კანადა აკრედიტაცია ამბობს, - გვაჩვენე გამოსავალი, - მინიმალური რესურსებით როგორ იქნება პაციენტი უსაფრთხოდ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა გქონდეთ ლამაზი პროცედურები. კი, შენ გაქვს ფინანსური ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის პრობლემა, ადამიანური რესურსის პრობლემა, - მესმის, მაგრამ დაგვანახე, როგორ ახერხებ ამ დროს პაციენტის უსაფრთხოებას.


შეიძლება, საავადმყოფოს, რომელსაც ეს ნაკლოვანებები აქვს, თქვას, რომ ჭირდება ერთი საათი, ან ჭირდება ორი საათი. აკრედიტაცია კანადა აღიარებს ამას, პაციენტი თუ არის უსაფრთხოდ ამ ორი საათის განმავლობაში, ჩვენ ვამბობთ თანხმობას იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია პროცესი და არა ქაღალდომანია, სტანდარტების ამობეჭდვა და თაროებზე შემოდება, რომელაც არავინ იყენებს და არანაირ შედეგს არ აძლევს პაციენტს.


პაციენტისთვის მთავარია, ის იყოს აბსოლუტურად დაცული. აკრედიტაცია კანადას გავლის შემდეგ, პაციენტს ეცოდინება, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვენი ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული, ის არის ისეთივე უსაფრთხოდ, როგორც დუბაის საავადმყოფოში, როგორც ქუვეითის საავადმყოფოში, როგორც ბრიუსელში საავადმყოფოში და სხვა...“ - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე..


მისი თქმით, 13-მა ორგანიზაციამ უკვე მოაწერა ხელი თანამშრომლობას.


„ჩვენი ორგანიზაცია უყურებს ხარისხს. ჩვენ არ გვაინტერესებს, რომ ვიყოთ მონოპოლისტები საქართველოში, ვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე. 13-მა ორგანიზაციამ უკვე მოაწერა ხელი ჩვენთან თანამშრომლობას. ესენი არიან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საავადმყოფოები საქართველოში, რომლებმაც გადაწყვიტეს, იმუშაოს ხარისხზე“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


გიორგი ფხაკაძემ განმარტა, რამდენად დიდ ხარჯებსა და ადამიანურ რესურსთან არის ეს დაკავშირებული.


„ყველას აინტერესებს ფასები. მივიღეთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება.


როდესაც ჩვენ ფასებს ვქმნიდით ქართული ბაზრისათვის, პირველ რიგში ჩემი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში მთავარი იყო, ფასი ყოფილიყო გამჭვირვალე. ხელშეკრულებას როცა მოაწერ ხელს და შემდეგ კიდევ იქნება სხვა ხარჯები, - სხვა ხარჯები მთლიანად ამოვიღეთ. რაც გაწერილია კონტრაქტში, იქნება მხოლოდ ის ფასები.


მთავარი იყო, ჩვენმა პარტნიორებმა განსაზღვრონ თავიანთი ბიუჯეტი და არ ქონოდათ გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელიც, ზოგადად, სამწუხაროდ, სხვა სააკრედიტაციო ორგანოებს ახასიათებთ


კანადა ორგანიზაციას აქვს ძალიან მკაფიოდ გაწერილი, - რაც არის კონტრაქტით გათვალისწინებული ხარჯები, იხდი იმას.


წესით, ფასი დგინდება აკრედიტაციის პროცესში, ეს არის ერთი ნაწილი.


ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ კონსულტანტები, ჩვენ ვართ მრჩევლები. ამაში არის ძალიან დიდი განსხვავება. ჩვენ არ დავწევთ სტანდარტებს, სამუშაო აღწერილობას, მაგრამ ვეტყვით საავადმყოფოებს, რა არის ცუდი და რა არის კარგი და რა როგორ გაკეთონ.


ეს აკრძალული გვაქვს სააკრედიტაციო ორგანიზაციისაგან.


საქართველოში რომელიმე სააკრედიტაციო ორგანიზაცია თუ აკეთებს ამას, ეს არის ჩვენი წესების დარღვევა, ეს არის მიუღებელი სააკრედიტაციო ორგანიზაციისათვის“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძემ ასევე ქართულ ჯანდაცვის სისტემაში რსებულ გამოწვევებზე ისუბრა.


„ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ხარისხია, - სისტემატიზაცია. აკრედიტაცია სწორედ ამაში ეხმარება. სამედიცინო პერსონალის ხარისხის ამაღლება დიდი გამოწვევაა, აკრადიტაცია ამაში ვერ ჩაერევა. ეს არის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის გაძლიერება.


აკრედიტაცია კანადას აქვს სპეციალიზებული ცალკე სერტიფიკატი, - ანუ ეს სამედიცინო დაწესებულება არის ძალიან მაღალი და ძლიერი კარტიოლიგიაში, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მას იგივე მაღალი დონე აქვს კარტილოგიაში როგორც დუბაიში, როგორც ქუვეითში ან ბრიუსელში.


საუბარია სამედიცინო მიმართულებების გაძლიერებაზე. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.


აუცილებელია ელექტრონული ჯანდაცვის შემოღება. ჯანდაცვის სამინისტრომ და საავადმყოფოებმა უნდა გამოძებნონ გზა, რათა ეს საკითხი მოგვარდეს.


სწორედ ელექტრონული ჯანდაცვის არსებობის ან გაუმართავი სისტემის გამო ზოგ საავადმყოფოში ბევრი გამოწვევაა.


რამდენიმე სპეციალობაა, რომელიც ადრე არსებობდა საქართველოში და ამჟამად აღარ არის, როგორც მაგალითად კლინიკური ფარმაცია, - კლინიკური აფთიაქები საავადმყოფოში. ამჟამად არსებობს მარტო სამედიცინო საწყობები.


ძალიან მნიშვნელოვანია, საავადმყოფოები როდესაც გადაწყვეტენ, ხარისხის აკრედიტაციას თუ შემდეგ ეტაპზე გადასვლა, იგივე აკრედიტაცია კანადას ოქროს სტანდარტი არის ბაზისური. როდესაც უკვე პლატინურზე გადადიხარ, იქ უფრო უნდა იყოს მაღალი, როგორც მაგალითად კლინიკური აფთიაქი.


კლინიკური აფთიაქის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის ის, რომ ის არის ბოლო მაკონტროლებელი წამლების გამოწერის შემდეგ. შეიძლება, ექიმს ან ექთანს რაიმე შეეშალოს, მაგრამ კლინიკური ფარმაცევტი, რომელიც არის აფთიაქში, ის კიდევ ერთხელ გადაამოწმებს, რაიმე ხომ არ შეეშალა ექიმს. მედიცინა სწორედ ის არის, რომ შეცდომები შევამციროთ. ადამიანები ვართ და შეცდომების დაშვება ნორმალური პროცესია.


ჩვენ გვჭირდება ელექტრონული ჯანდაცვა, დამატებითი მექანიზმები, რათა შეცდომები დავიდეს მინიმუმამდე. შეცდომას ვერ გავანულებთ, მაგრამ მინიმუმამდე დავიყვანთ. კლინიკური აფთიაქი არის ერთ-ერთი ჩამკეტი, რომელიც პაციენტის უსაფრთხოებას აუმჯობესებს.


სამწუხაროდ, საქართველოში ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს და ეს საკმაოდ რთული პროცესია. უნდა გავზარდოთ ხელახლა კლინიკური ფარმაცევტები. ეს არის მომავლის საკითხი, მაგრამ მე ვფიქრობ, გაუკეთებელი არაფერია.


საბოლოო ჯამში აკრედიტაციის სისტემა დაეხმარება ბაზარს. ჩვენ გვექნება საავადმყოფო, რომელიც იქნება აკრედიტებული აკრედიტაცია კანადას მიერ.


დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება ხარისხის ახალი სტანდარტი საქართველოში და ორ წელიწადში იტყვიან, რომ საავადმყოფოებისთვის ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება აკრედიტაცა კანადას მიერ აკრედიტებული საავადმყოფო.


ეს იქნება ძალიან ძლიერი მარკენტინგულად. ძალიან ბევრი სააავადმყოფო იყენებს ამას და მართებულადაც იყენებენ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რესურსი და ენერგიაა ჩადებული. ისინი ამბობენ, რომ, - დიახ, მე ვარ კარგი! დიახ, მე ვარ ძლიერი! ჩემთან რაღაც რესურსები არის გამოყენებული და შესაძლოა, უფრო ძვირი სერვისებიც იყოს და ეს არის მისაღები იმიტომ, რომ ხარისხი ღირს უფრო ძვირი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе











4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page