top of page

„ერთი კარგი საქმე კი გაგვიკეთა კორონამ…“- გიორგი ფხაკაძე

09/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„კარგად და მარტივად ახსნილი პროფესიონალის მიერ. მადლობა – Elene Khurtsidze! Post-Covid-19 . ბევრი ჩემი კოლეგა თუ „პოსტკოვიდისთვის” აღმოცენებული” 2-ოთახიანი” კლინიკა ცდილობს სხვადასხვა მარკენტინგულად შეფუთული სამედიცინო მომსახურება ან რეაბილიტაცია, შესთავაზოს კოვიდ გადატანილ პაციენტებს, სადაც ძირითადად მასაჟით განკურნებაა პრიორიტეტი: ვაი … როგორც ხედავთ, კოვიდის შემდგომი სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია და ხანგრძლივი დროით აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ამიტომ, მისი მართვა შესაძლებელია მულტიდისციპლინური, კარგად აღჭურვილი ამბულატორიის პირობებში, სადაც გუნდის ლიდერი პულმონოლოგი ან თერაპევტი/ინტერნისტია.


პულმონოლოგები და თერაპევტები გადაშენების პირას მყოფ პროფესიებად ითვლებოდა კოვიდამდე. არაერთი “ტოპ მენეჯერისგან” მომისმენია ფრაზა -„რისი ექიმი ხარ, ვერ ვიგებ” ან ” ფილტვები არ აწუხებს ხალხს, მაქსიმუმ პნევმონია ან ასთმა ჰქონდეთ, ამას ინფექციონისტი ან ალერგოლოგი უმკურნალებს”, “რატომ უნდა გადავუხადო დამატებით ზოდაგი ხელფასი არაფრის ექიმს”… ეხლა ეს ტოპები იხვეწებიან, ეძებენ პულმონოლოგებს და თერაპევტებს, მაგრამ ძალიან ცოტანი ვართ, თქვენი დამსახურებით ერთი კარგი საქმე კი გაგვიკეთა კორონამ “- წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

ნახეთ ლინკი:




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page