top of page

„ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას, თუ საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ...“

Updated: Sep 14, 2023

07/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო აკრედიტაციაზე მუშაობა.

„საქართველოს ჯანდაცვის სფეროში რევოლუციური რამ მოხდა შარშან, როცა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წინასაახალწლოდ თქვა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოში ყველა კლინიკა გაივლის საერთაშორისო აკრედიტაციას. იანვარშივე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგინდა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც სურს, მიიღოს სახელმწიფოსგან დაფინანსება, უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს არის კარგი პრაქტიკა ანუ პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო.


ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული იყო ექვსი ორგანიზაცია, რომელთაც შეუძლიათ, აკრედიტაცია ჩაუტარონ კლინიკებს საქართველოში, მაგრამ იმ ექვსიდან, მხოლოდ ოთხია საერთაშორისო, ხოლო ორი მათგანი რატომ მოხვდა იმ სიაში, ვერ მივხვდი, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, სადაც მითითებულია, რომ ორგანიზაცია უნდა იყოს საერთაშორისო და აუცილებლად აკრედიტირებული“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო აკრედიტაციაზე მუშაობა. ფლაგმანი იყო „მედიქლაბი“, რომელმაც პირველმა მიიღო Joint Commission International-ის აკრედიტაცია.


„როგორც იცით, ჟენევაში ვმუშაობ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ რადგანაც დავინახე, რომ აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, ჩავრთულიყავი ამ პროცესში. ამ მიზნით, დავუკავშირდი ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას მსოფლიოში, „აკრედიტაცია კანადას“, რომლის აკრედიტაცია გავლილი აქვს 15 000-მდე სამედიცინო დაწესებულებას მსოფლიოში.“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, მისი მიზანი იყო საქართველოში სისტემა დანერგილიყო და ჩამოგვეყალიბებინა ოფისი.


„ჩემი მიზანი იყო, საქართველოში სისტემა დანერგილიყო და ჩამოგვეყალიბებინა ოფისი, რაც ადგილობრივი, ქართველი სპეციალისტების გაზრდაშიც დაგვეხმარებოდა, ასევე ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ჩაგვეტარებინა საერთაშორისო დონის ტრენინგები, რაც რთული პროცესი იყო, თუმცა შევძელით და დღეს, „აკრედიტაცია კანადას“ ოფისი საქართველოშია, სადაც ვმუშაობთ 12-კაციანი გუნდი. იანვრიდან დავიწყეთ ტრენინგები საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ახლა, საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების დამნერგავი, ძლიერი გუნდი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, საქართველოში, 14 სამედიცინო დაწესებულებასთან ინტენსიურად დაიწყეს აკრედიტაციის პროცესი,


„საქართველოში, 14 სამედიცინო დაწესებულებასთან ინტენსიურად დავიწყეთ აკრედიტაციის პროცესი, ჩვენი მრჩევლები შედიან სამედიცინო დაწესებულებებში და საავადმყოფოსთან ერთად გადიან ყველა საკითხს, რაც ეხება საერთაშორისო აკრედიტაციას. რთულია ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, როცა ამის გამოცდილება არ გვქონია. დავარწმუნე კანადელები, რომ ამ მეთოდით წავსულიყავით საქართველოში, რათა მრჩევლების ძირითადი გუნდი ყოფილიყო ქართველების და არა - უცხოელების.


ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი ერთიდან სამ წლამდე გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნით, აკრედიტაციის პროცესში, ამ წლის ბოლომდე, ყველა საავადმყოფომ, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვაში, უნდა წარადგინოს კონტრაქტი, ხელშეკრულება, რომ მათ დაიწყეს ეს პროცესი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. თუ არ წარადგენენ, იანვრიდან შეუწყდებათ საყოველთაო დაფინანსება.


თუ 2025 წლის პირველი იანვრისთვის, საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია, ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას. შესაბამისად, ვინაიდან ეს პროცესი რთულია, გადავწყვიტეთ, ეს მეთოდი აგვერჩია - 12 მრჩეველი, ყოველ კვირა, სამი საათის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში მიდის და ადგილზე უხსნის, უმეორებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს აკრედიტაციის შესახებ“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მომსახურება არის ფასიანი და საავადმყოფიები იხდიან ამ საფასურს.


„ჩემი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, შეუძლებელი შევძელი და საქართველოში „აკრედიტაცია კანადას“ მომსახურების ფასი ძალიან დაბალია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით... ჩვენ ჩავდეთ რესურსი, ენერგია და ინვესტიცია ქართველ ექსპერტებში, რომლებიც ჩვენი ეროვნული საგანძურია. ქართველ ექსპერტებს არ ექნებათ უფლება, ჩაუტარონ ექსპერტიზა ქართულ საავადმყოფოებს, რადგან ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ისინი იქნებიან შემფასებლები სხვა ქვეყნებში. ეს ექსპერტები დაეხმარებიან ქართულ საავადმყოფოებს, რომ გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


504 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page