top of page

"ვივო მედიქალ ჯგუფი"ხუთ საავადმყოფოს ერთიანებს

Updated: May 31, 2023


30/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.


ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.


კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.


2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.


„Vivo Medical Group”- ის მიზანია არსებული კლინიკებისა და მომსახურეობის მოდერნიზაცია, პაციენტზე მორგებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება, მომსახურეობის ზრდა და მუდმივი მონიტორინგი. ამავდროულად ჯგუფის ამოცანაა მსოფლიო მედიცინაში არსებული ინოვაციური მეთოდების ინტეგრაცია ჯგუფის წევრ კლინიკებში, დეფიციტური სამედიცინო სერვისების და სივრცის შექმნა.


პაციენტზე ორიენტირებული მაქსიმალურად რაციონალიზებული, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული სამედიცინო სერვისები, რომელთა ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ანალოგებთან .


"ვივო მედიქალ ჯგუფი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1

ლინკი:



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





27 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page