top of page

"ინოვაში" "ვივო მედიქალ ჯგუფის" კლინიკები გადიან "აკრედიტაცია კანადის" საერთაშორისო აკრედიტაციას

Updated: Jul 10, 2023

06/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ "ინოვაში" "ვივო მედიქალ ჯგუფის" კლინიკები გადიან "აკრედიტაცია კანადის" საერთაშორისო აკრედიტაციას.


"ინოვაში" "ვივო მედიქალ ჯგუფის" კლინიკები გადიან "აკრედიტაცია კანადის" საერთაშორისო აკრედიტაციას.

დღეს დავიწყეთ ტრენინგების ციკლი, რომლის მიზანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის კანადა აკრედიტაციის სტანდარტების გაცნობა, გაანალიზება და სამუშაო პროცესში დანერგვა.


ასევე, კლინიკების აკრედიტაციის პროცესისთვის მომზადება და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაა.

"ინოვაში" ტრენინგებს ატარებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე აკრედიტაცია კანადას მრჩევლები - ალესანდრო ბურიანი, ფილიპო ჯილბერტი და გიორგი ფხაკაძე.

"აკრედიტაცია კანადას" აქვს 40-მდე ქვეყანაში მუშაობის 60 წლიანი გამოცდილება; მათ მიერ აკრედიტებულია მსოფლიოს მასშტაბით 12,000 სამედიცინო დაწესებულება“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


94 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page