top of page

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ქართულ ჯანდაცვის სისტემაში?

Updated: Jun 7, 2023

05/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ჟურნალისტი - ელენე გოგბერაშვილი


სტუმარი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე


  • კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;

  • რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?

  • რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;

  • რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;


- რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ქართულ ჯანდაცვის სისტემაში?


- ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ხარისხია, - სისტემატიზაცია. აკრედიტაცია სწორედ ამაში ეხმარება. სამედიცინო პერსონალის ხარისხის ამაღლება დიდი გამოწვევაა, აკრადიტაცია ამაში ვერ ჩაერევა. ეს არის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის გაძლიერება.


თუ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აკრედიტაციის სააგენტოები ჩაერთონ ამ პროცესში, ესეც შესაძლებელია.


აკრედიტაცია კანადას აქვს სპეციალიზებული ცალკე სერტიფიკატი, - ანუ ეს სამედიცინო დაწესებულება არის ძალიან მაღალი და ძლიერი კარტიოლიგიაში, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მას იგივე მაღალი დონე აქვს კარტილოგიაში როგორც დუბაიში, როგორც ქუვეითში ან ბრიუსელში.


საუბარია სამედიცინო მიმართულებების გაძლიერებაზე. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.


აუცილებელია ელექტრონული ჯანდაცვის შემოღება. ჯანდაცვის სამინისტრომ და საავადმყოფოებმა უნდა გამოძებნონ გზა, რათა ეს საკითხი მოგვარდეს.


სწორედ ელექტრონული ჯანდაცვის არსებობის ან გაუმართავი სისტემის გამო ზოგ საავადმყოფოში ბევრი გამოწვევაა.


რამდენიმე სპეციალობაა, რომელიც ადრე არსებობდა საქართველოში და ამჟამად აღარ არის, როგორც მაგალითად კლინიკური ფარმაცია, - კლინიკური აფთიაქები საავადმყოფოში. ამჟამად არსებობს მარტო სამედიცინო საწყობები.


ძალიან მნიშვნელოვანია, საავადმყოფოები როდესაც გადაწყვეტენ, ხარისხის აკრედიტაციას თუ შემდეგ ეტაპზე გადასვლა, იგივე აკრედიტაცია კანადას ოქროს სტანდარტი არის ბაზისური. როდესაც უკვე პლატინურზე გადადიხარ, იქ უფრო უნდა იყოს მაღალი, როგორც მაგალითად კლინიკური აფთიაქი.


- რას გულისხმობს კლინიკური აფთიაქი?


- კლინიკური აფთიაქის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის ის, რომ ის არის ბოლო მაკონტროლებელი წამლების გამოწერის შემდეგ. შეიძლება, ექიმს ან ექთანს რაიმე შეეშალოს, მაგრამ კლინიკური ფარმაცევტი, რომელიც არის აფთიაქში, ის კიდევ ერთხელ გადაამოწმებს, რაიმე ხომ არ შეეშალა ექიმს. მედიცინა სწორედ ის არის, რომ შეცდომები შევამციროთ. ადამიანები ვართ და შეცდომების დაშვება ნორმალური პროცესია.


ჩვენ გვჭირდება ელექტრონული ჯანდაცვა, დამატებითი მექანიზმები, რათა შეცდომები დავიდეს მინიმუმამდე. შეცდომას ვერ გავანულებთ, მაგრამ მინიმუმამდე დავიყვანთ. კლინიკური აფთიაქი არის ერთ-ერთი ჩამკეტი, რომელიც პაციენტის უსაფრთხოებას აუმჯობესებს.


სამწუხაროდ, საქართველოში ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს და ეს საკმაოდ რთული პროცესია. უნდა გავზარდოთ ხელახლა კლინიკური ფარმაცევტები. ეს არის მომავლის საკითხი, მაგრამ მე ვფიქრობ, გაუკეთებელი არაფერია.


საბოლოო ჯამში აკრედიტაციის სისტემა დაეხმარება ბაზარს. ჩვენ გვექნება საავადმყოფო, რომელიც იქნება აკრედიტებული აკრედიტაცია კანადას მიერ.


დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება ხარისხის ახალი სტანდარტი საქართველოში და ორ წელიწადში იტყვიან, რომ საავადმყოფოებისთვის ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება აკრედიტაცა კანადას მიერ აკრედიტებული საავადმყოფო.


ეს იქნება ძალიან ძლიერი მარკენტინგულად. ძალიან ბევრი სააავადმყოფო იყენებს ამას და მართებულადაც იყენებენ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რესურსი და ენერგიაა ჩადებული. ისინი ამბობენ, რომ, - დიახ, მე ვარ კარგი! დიახ, მე ვარ ძლიერი! ჩემთან რაღაც რესურსები არის გამოყენებული და შესაძლოა, უფრო ძვირი სერვისებიც იყოს და ეს არის მისაღები იმიტომ, რომ ხარისხი ღირს უფრო ძვირი.




საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



47 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page