top of page

„ხარისხიანი ჯანდაცვა ეს არის საქართველოს მოქალაქის უფლება და არა ფუფუნება...“

Updated: Oct 3, 2023

29/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.


2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.


როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?


პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.


მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.


2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.


„მაქსიმალურად ვცდილობ, თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კუთხით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.


ასევე ვცდილობ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის თქვენთვის ხელმისაწვდომ ენაზე“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ძალიან დიდი კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


„ძალიან დიდი კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ეხებოდა სამედიცინო განათლებას, გამოვედი სიტყვით, ეს ძალიან დიდი პატივი იყო ვინაიდან, 90-ზე მეტი პროფესორი, საუნივერსიტეტო კლინიკებიდან, - გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ავსტრიიდან მონაწილობდნენ.


მე, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამომადგენელი გამოვედი სიტყვით. საუბარი იყო, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ გლობალურად სამედიცინო პერსონალის კომპეტენციები, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ საავადმყოფოებში.


სამედიცინო პერსონალი არ არის მარტო ექიმი, არიან სანიტრები, დაცვის სამსახური, მიმღებში მომუშავე პერსონალი, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები და სხვა. სავადმყოფო უნდა იყოს პაციენტზე ორიენტირებული და უსაფრთხო“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც გიორგი ფხაკაძე აცხადებს. კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან დიდი პატივი იყო მისთვის.


„ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის, რადგან ძალიან ცნობილი პროფესორები, სამედიცინო განათლების სპეციალისტები მონაწილეობდნენ, გერმანულენოვანი საუნივერსიტეტო კლინიკებიდან.


მე განვაცხადე, რომ ამჟამად ვიმყოფები თბილისში, თბილისიდან ვესაუბრებოდი ჯანდაცვის გლობალურ საკითხებზე და მეკითხებოდნენ გერმანელი პროფესორები და სამედიცინო განათლების სპეციალისტები, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ, როგორ გავაუმჯობესოთ გერმანიის ჯანდაცვის სისტემა.


გარდა იმისა, რომ მე წარმოვადგენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე ყოველთვის ვამბობ, რომ მე მე ვარ საქართველოდან, ეს ძალიან სასიხარულოა და მე ძალიან ვამაყობ ამით.


მე ვცდილობ, რომ ეს გლობალური კომპეტენციები და გამოცდილება ჩამოვიტანო საქართველოში და დავნერგო ჩემს სამშობლოში“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


28 სექტემბერს, სასტუმრო იოტაში, შეხვედრა გაიმართა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის ყველა პირობების გასაგებად.


„გუშინ მქონდა შეხვედრა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ განვიხილეთ, თუ რა არის სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის გამოწვევა. საქართველოში საავადმყოფოების მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, აკრედიტაცია კანადა ძალიან აქტიურად მუშაობს. პროცესში უკვე ჩართულია 14 სამედიცინო დაწესებულება. ორ სამედიცინო დაწესებულებასთან მალე დასრულდება მოლაპარაკება.


„აკრედიტაცია კანადა საქართველოში დაეხმარება მაქსიმუმ 22 სამედიცინო დაწესებულებას.


ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტებით. ეს არის ერთადერთი გუნდი საქართველოში, რომელსაც აქვს საერთაშორისო აკრედიტაციის ექსპერტიზა. ერთადერთი მაკრედიტებელი საერთაშორისო საქართველოში არის აკრედიტაცია კანადის გუნდი, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი ფხაკაძე.


ჩვენ გვაინტერესებს ხარისხიანი სერვისების მიწოდება იმ სამედიცინო დაწესებულებისთვის, რომლებიც შეძლებენ და აქვთ ინტერესი გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია.


რაც შეეხება სხვა მაკრედიტებელ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან ჯანდაცვის სამინისტროს სიაში, ამასთან დაკავშირებით მე ვისაუბრებ მომავალში. მე არ მაქვს პრეტენზია ჯანდაცვის სამინიოსტროსთან. მე მაქვს პრეტენზია იმ საავადმყოფოებთან, რომლებიც იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა ეს არის საქართველოს მოქალაქის უფლება და არა ფუფუნება...“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.




საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




44 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page