top of page

„მაინც ვაძლევთ სერტიფიკატს, მაგრამ მან აღნიშნულ პერიოდში უნდა გამოსწოროს პროცესები“

Updated: Jun 7, 2023

06/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ჟურნალისტი - ელენე გოგბერაშვილი


სტუმარი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე


  • კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;

  • რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?

  • რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;

  • რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;


- სახელმწიფო ცდილობს, სახელმწიფო კლინიკების როლი გააძლიეროს. დღეს რასაც ვუყურებთ, სისტემაში ძალიან დიდი წილი მოდის კერძო კლინიკებზე. რამდენად სწორად მიგაჩნიათ სახელმწიფო კლინიკების უფრო წინ წამოწევა? ამ შემთხვევაში კერძო სექტორი ხომ უკეთესად არ მართავს ამ პროცესს... სახელმწიფო ამ შედეგით რა ნაბიჯის გადადგმას ცდილობს, თქვენი გადმოსახედიდან?


- ვფიქრობ, სახელმწიფო რასაც აკეთებს, სახელმწიფოს მფლობელობაში დაახლოებით 15%-ია. ეს არის დრამატულად დიდი ცვლილება.


-მაგრამ სურს, რომ 60%-მდე გაზარდოს...


- ეს სტრატეგია მე არ მინახავს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.


ფაქტია, რომ თუ პროცესი იქნება დალაგებული, ყველა ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ევოლიციური გზით იცვლება, ზოგჯერ მსხვილდება კერძო სექტორი, ზოგჯერ მსხვილდება და ა.შ.


მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება კონსენსუსის შედეგად უნდა იქნას მიღებული, პირველ რიგში და მეორე, ასევე უნდა ვაღიაროთ რეალური სიტუაცია ჩვენს ბაზარზე, ანუ, მე მსურს რაღაცის გაკეთება და თუ რესურსი არ მაქვს, არა მარტო ფინანსური, ადამიანური რესურსიც კი.


აკრედიტაციის სისტემა ეხება ასევე სახელმწიფო საავადმყოფოებს. მაგალითად, ჩვენთან ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება, არ მიიღო მონაწილეობა აკრედიტაციის პროცესში. ძირითად მონაწილეობა მიიღეს კლინიკებმა, - მედულა, ჰერა, ენმედიცი, მედიქალ სიტი, ინოვა, ჟვანიას ცენტრალური კლინიკა და ა.შ.


- ანუ ამ ტიპის მოთხოვნები არ ვრცელდება სახელმწიფო კლინეკებზე?


- საქმე იმაშია, რომ ვრცელდება. ეს საკითხი ჩვენ დავაყენეთ. ჩვენ გვაინტერესებს ეს.


წლების წინ მე ვიყავი სახელმწიფო საავადმყოფოების კლინიკური დირექტორი, 20-ზე მეტ საავადმყოფოს ვმართავდი და შესაბამისად, მე მაქვს გამოცდილება, ვიცი, რა მდგომარეობაში არიან სახელმწიფო საავადმყოფოები.


აქ მიდგომაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ რას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ამ საავადმყოფოებს დაჭირდებათ ძალიან დიდი და ძლიერი დახმარება.


მე მინდა ვთქვა, რომ თუ სურვილი არის პოლიტიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება, ნებისმიერმა საავადმყოფომ გაიაროს აკრედიტაცია.


- თუ არ იქნება ასეთი თანაბარი მიდგომა, მაშინ რა რისკები შეიძლება დადგეს სახელმწიფო კლინიკებში ხარისხთან დაკავშირებით?


- ვერ გაივლიან აკრედიტაციას! ჩვენთან ვერ გაივლიან აკრედიტაციას! აკრედიტაცია კანადა თავის სტანდარტს ვერ დაწევს.


- რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია მოხდა, ახალი საავადმყოფო შენდება. ამ შემთხვევაში აქეთკენ ხომ არ მიდის სახელმწიფო, რომ არსებული ვერ დააკმაყოფილებდა საერთაშორისო მოთხოვნებს? თუ, ზუსტი პასუხი არ აქვს ჯერ სამინისტროს?


- სამინისტროს არ აქვს პასუხი. ჩვენ ვკიხეთ სამინისტროს, თუ რა ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენსა და სახელმწიფო კლინიკებს შორის და პასუხი იყო, რომ საავადმყოფოებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.


სხვათა შორის, ჩვენთან შემოსულია განაცხადი, - მაგალითად, ტუბერკულოზის ცენტრიდან, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოდან.


ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგანან ეს საავადმყოფოები. ის დახმარება, რომელიც ჩვენ უნდა გავუწიოთ ამ საავადმყოფოებს, არის განსხვავებული ტიპის და შესაბამისად ვფიქროთ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ჩვენი მხრიდან ამის განსახორციელებლად. ეს არ არის მარტივი საკითხი.


ჩვენ განვუცხადეთ სამინისტროს, რომ მზად ვართ, ყველასთვის განისაზღვროს ერთი ფასი, მაგრამ სტანდარტს ჩვენ ვერ დავწევთ. თუ საავადმყოფო არ წამოგვყვა, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ღიად ვართ სახელმწიფო საავადმყოფოებთან თანამშრომლობისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგანაც სახელმწიფო საავადმყოფოა, ჩვენ მას სხვანაირად უნდა შევხედოთ.


-გთხოვენ, რომ სხვანაირად შეხედოთ?


- არა! არც არის ამის მოთხოვნა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ჩვენი სტანდარტი. ჩვენ ვართ ღია, რომ ვითანამშრომლოთ სახელმწიფო დაწესებულებებთან, მაგრამ ჩვენ წინასწარ ვამბობთ, - სტანდარტი არის ყველასთვის ერთი. პროცესები უნდა გადალახოს ყველამ.


აკრედიტაცია კანადას აქვს კიდევ ერთი მომენტი, - ან შენ გაიარე აკრედიტაცია, ან არ გაიარე აკრედიტაცია, ან შენ გაიარე აკრედიტაცია და 3, 6 ან 12 თვეში უნდა გამოასწორო პროცესები.


აკრედიტაცია კანადაში ჩადებულია კიდევ ერთი ფაქტორი, შესაძლოა, საავადმყოფომ ვერ მოასწროს, მაგრამ მაინც ვაძლევთ სერტიფიკატს, მაგრამ მან აღნიშნულ პერიოდში უნდა გამოსწოროს პროცესები.


ჩვენს შემთხვევაში 2025 წლის დედლაინიც არ არის იმიტომ, რომ შესაძლოა, 2025 წელს მიიღონ სერტიფიკატი, მაგრამ ჩვენგან მიცემული დავალებები უნდა შეასრულონ 2025 წლის ბოლომდე. ამიტომაც არის, რომ ჩვენთან უფრო ბევრი საავადმყოფო თანამშრომლობს.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



85 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page