top of page

„კიდევ ბევრი სიახლე იქნება - სამკურნალო საშუალებები...“

30/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ფეისბუქში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მოსახლეობას მადლობა უხდის იმისთვის, რომ პოზიტიურად არიან განწყობილი, უსმენენ და ეცნობიან ინფორმაციებს.


„მადლობა იმისათვის, რომ პოზიტიურად ხართ განწყობილი, გაქვთ იმის იმედი, რომ დადებითისკენ შეიცვლება ბევრი რამე ჩვენს ქვეყანაში. ცვლილებებს ჭირდება დრო“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, როდესაც შენი საქმე ძალიან კარგად იცი, ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ამას ჭირდება, ენერგია, დრო და მონდომება.


„როდესაც შენ ხარ მართალი შენს საქმეში და შენი საქმე ძალიან კარგად იცი, ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ამას ჭირდება, ენერგია, დრო და მონდომება.


მადლობას გიხდით, რომ მისმენთ და კითხულობთ ინფორმაციებს.


ბოლო სამი წლის მანძილზე ჩემს შესახებ 2 500-ზე მეტი სტატია იყო გამოქვეყნებული.


ეს ინფორმაციები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე - https://www.accreditation.ge/ “, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


როგორც მან აღნიშნა, თვალის სამკურნალო ორი ახალი წამალი არსებობს უკვე.


„თვალის სამკურნალო ორი ახალი წამალი არსებობს უკვე. კიდევ რამდენიმე დაავადების წამალიც იქნება. ბოლო სამი წლის განმავლობაში სამედიცინო სფერო დიდი ოდენობით თანხით დაფინანსდა. შედეგად უფრო კარგი სამკურნალო საშუალებები იქნება, რომელიც უფრო მეტად დაეხმარება პაციენტებს. კიდევ ბევრი სიახლე იქნება“, - განაცხადა აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ.


გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა აკრედიტაციის შესახებ.


„აკრედიტაციის კუთხით არის კარგი ამბები. კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


საქართველოში ვიმყოფებოდი ერთი თვის განმავლობაში.


ვიმყოფებოდი ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ძალიან პროდუქტიული შეხვედრები მქონდა აკრედიტაციასთან დაკავშირებით. 40-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ვიმყოფებოდი.


13-მა დაწესებულება გადაწყვიტა, რომ მიიღოს აკრედიტაცია კანადიდან.


სექტემბერ-ოქტომბრის თვეში პაციენტებიც კი იგრძნობენ ცვლილებებს.


საქართველოში 286-მა სამედიცინო დაწესებულებამ უნდა გაიაროს აკრედიტაცია“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.











საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе








2 views0 comments
Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page